R5T_2_dunkle Ellipse.jpg
KHIDI 3.Punkt.jpg
D48_dunkel.jpg
ffa-bg.jpg
Vero.png
4GB.jpg
R5T_2_dunkle Ellipse.jpg

WELCOME


FUNKTION-ONE, NST AUDIO და FULL FAT AUDIO საქართველოში

  

  

   

SCROLL DOWN

WELCOME


FUNKTION-ONE, NST AUDIO და FULL FAT AUDIO საქართველოში

  

  

   

 
 

12 ოქტომბერი

მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ IN-ONE.GE არის  FUNKTION-ONE, NST AUDIO და FULL FAT AUDIO-ს ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. IN-ONE.GE მდებარეობს თბილისში. ჩვენი მისიაა, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო უმაღლესი დონის აუდიო პროდუქცია. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია თავისი სფეროს ერთგული პროფესიონალებისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და ცოდნა, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ჩვენი მომხმარებლები ხარისხიანი მომსახურებით.

IN-ONE.GE მომხმარებელს სთავაზობს ფიქსირებული ინსტალაციების სერვისს კლუბებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, სადაც ცოცხალი შესრულებაა, ასევე სტადიონებზე, სასტუმროების ლაუნჯებსა და კერძო საკუთრებაზე. IN-ONE.GE-ს მომსახურება მოიცავს შესაბამისი სისტემების დაგეგმარებას, მიწოდებასა და ინსტალაციას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს და აძლევს მას საშუალებას, ისიამოვნოს სრულყოფილი აუდიო სერვისით.

ჩვენს პარტნიორ გერმანულ კომპანიასთან IN-ONE.AUDIO-თან თანამშრომლობით, ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ სანდო, უმაღლესი ხარისხის აუდიო ინსტალაციებს და ვენდობით ჩვენი პარტნიორის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას ამ სფეროში.

 
KHIDI 3.Punkt.jpg

FUNKTION-ONE


ორიენტირებული აკუსტიკურ ხარისხზე

FUNKTION-ONE


ორიენტირებული აკუსტიკურ ხარისხზე

 
 

აძლიერებს სენსორულ გამოცდილებას

ჩვენთვის არც ერთ სხვა ხმოვან სისტემას არ შეუძლია შექმნას ისეთი მაგიური მომენტები საცეკვაო დარბაზში, როგორც ეს FUNKTION-ONE სისტემას შეუძლია. ტონი ენდრიუსი, FUNKTION-ONE-ის დამფუძნებელი და განვითარების ხელმძღვანელი ამ მომენტებს უწოდებს „აუდიო მომენტს“.

რაც აძლევს მას სტიმულს და რაც საბოლოო ჯამში არის მისი სახელმძღვანელო სპიკერის განვითარებაში, ესაა დრო - ანუ ხელახლა შექმნა მომენტი და გაუზიარო ის სხვებს ერთობლივად.

FUNKTION-ONE-ში მისი 20 წელზე მეტხნიანი კვლევითი პრაქტიკის შედეგად,  შეიქმნა სპიკერის დიზაინების ფართო სპექტრი. ხმის უბადლო სიწმინდის, დინამიკისა და მრავალგანზომილებიანობის წყალობით, სპიკერები ქმნიან დაუვიწყარ ფიზიკურ და ემოციურ ბგერით გამოცდილებას. 

 
D48_dunkel.jpg

NST AUDIO


მომავლის თაობის მატრიცული სიგნალის პროცესორები

NST AUDIO


მომავლის თაობის მატრიცული სიგნალის პროცესორები

 
 

მსოფლიო კლასის სისტემის მართვა

როგორც ნებისმიერი ხმოვანი სისტემის ცენტრალური ელემენტები, მომავლის თაობის მატრიცული სიგნალის პროცესორები NST Audio D48S და ID48 ქმნიან საუკეთესო აუდიო შესრულებას და ამავდროულად იცავენ ყველა სხვა კომპონენტს გადატვირთვისგან. ყველაზე თანამედროვე ქსელური პროტოკოლის დანერგვა საშუალებას აძლევს ხმის ინჟინერს, ლოკალურად და დისტანციურად გააკონტროლოს ხმოვანი სისტემა კომპიუტერის ან აიპედის საშუალებით.

თავისი მსოფლიო კლასის სოფტვერული პროგრამებისა და ტექნიკის დეველოპერების, ცოცხალი ხმის ინჟინრების, გამოცდილი მენეჯმენტისა და მომხმარებელთა სრული მხარდაჭერის მეშვეობით, NST Audio აერთიანებს ათწლეულების გამოცდილებასა და ცოდნას პრო-აუდიო ბაზარზე.

 
ffa-bg.jpg

Full Fat Audio


გამორჩეული აუდიო შესრულება

Full Fat Audio


გამორჩეული აუდიო შესრულება

 
 

მოთხოვნადი ენერგეტიკა

Full Fat Audio დიზაინერულად აწყობს და აწარმოებს მაღალეფექტურ ხმის გამაძლიერებლებს პროფესიონალური აუდიოსთვის. ქარხანა და დიზაინერული ცენტრი განთავსებულია ჰერტფორდშირში, ინგლისი. აქ ეწყობა და ტესტირებას გადის ინოვაციური ხმის გამაძლიერებლები.

Full Fat Audio იყენებს ხარისხიან კომპონენტებს ხმის გამაძლიერებლების ასაწყობად და ამ კომპონენტებს იძენს სპეციალური მომწოდებლებისგან დიდ ბრიტანეთში.


Full Fat Audio-ს ხმის გამაძლიერებლები ყოველწლიურად გამოიყენება ცოცხალი მუსიკის  არაერთ  პოპულარულ  ფესტივალზე. ისინი ასევე მუდმივადაა დამონტაჟებული ცნობილ ღამის კლუბებში, თეატრებსა და მუსიკალურ დარბაზებში ინგლისში, ევროპასა და სხვა ლოკაციებზე. ისინი გამოიყენება მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების სპიკერებთან.

 
Vero.png

RENTAL


ჩვენ ვართ FUNKTION-ONE Rental Network-ის პარტნიორი

RENTAL


ჩვენ ვართ FUNKTION-ONE Rental Network-ის პარტნიორი

 
 

გაძლევს გამოცდილებას

მას შემდეგ, რაც 2017 წლის 4GB ფესტივალზე წარმატებით უზრუნველვყავით გახმოვანების სისტემა ოთხივე სცენაზე, ახლა უკვე გასაქირავებელი სისტემების ადგილობრივად ხელმისაწვდომობაზეც ვზრუნავთ.

როგორც FUNKTION-ONE Rental Network-ის პარტნიორს, IN-ONE.GE-ს შეუძლია უზრუნველყოს გახმოვანების სისტემები გამორჩეული ხარისხის ხმოვანი შესრულებით ნებისმიერი მასშტაბის აუდიტორიისთვის.

 
4GB.jpg

CONTACT


CONTACT


 

ფეისბუქი

საქართველოს ოფისი:  +995595142544
გერმანიის ოფისი:  +49 173 516 3313

ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა

სახელი/გვარი *
სახელი/გვარი
 
 

©2017 IN-ONE.GE LLC  
ყველა უფლება დაცულია.